ალჟირის ნაკრებმა აფრიკის თასი მოიგო. ფინალში სენეგალი 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ფანებმა გამარჯვება ხმაურიანად აღნიშნეს ქაიროში (ტურნირი ეგვიპტეში ჩატარდა), ასევე სხვა ქალაქებში – პარიზში, ლიონში, მარსელში, ლონდონში. გიჟმაჟი აღნიშვნის შედეგად საფრანგეთის პოლიციამ 198 ადამიანი დააკავა რამდენიმე ქალაქში.
დილით გულშემატკივრები გამოფხიზლდნენ, გონს მოეგნენ და პარიზის ერთ-ერთი ქუჩა ნაგვისგან გაასუფთავეს.
View this post on Instagram
Respect! ? Algeria fans cleaning up the streets after celebrating ?? @ademos_criquet
A post shared by 433 (@433) on
ასეთი საქციელით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ და პატივისცემა დაიმსახურეს იაპონელებმა. როგორც ნაკრების ფეხბურთელებმა, რომლებიც გასახდელს ალაგებდნენ, ასევე ქომაგებმა, რომლებიც ტრიბუნებზე ნარჩენებს არ ტოვებდნენ.
ალჟირის ნაკრები მეორედ გახდა აფრიკის თასის მფლობელი.
რეკორდსმენი ეგვიპტეა 7 ტიტულით.