პიტერ და ლისა მარშალი 12 წლის წინ დაქორწინდნენ და ერთად უბედნიერესი წლები გაატარეს. პიტერს ალცჰაიმერის დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს და მისი მეხსიერებაც მალევე გაუარესდა, მამაკაცს მეუღლესთან პირველი შეხვედრა, ერთად გატარებული წლები და ქორწილიც კი დაავიწყდა.
ლისა იხსენებს, რომ თავიდან ყველაფერი პატარა სიმპტომებით დაიწყო. მამაკაცს ხან გასაღები რჩებოდა, ხან საფულე და ხანაც სიტყვებს ვერ იხსენებდა. თავიდან ამ ყველაფერს ასაკს აბრალებდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზული იყო.
ერთ დღესაც წყვილი ტელევიზორს უყურებდა, როდესაც პიტერმა ლისას ხელი სთხოვა. როდესაც ამის შესახებ შვილებმა გაიგეს, გადაწყვიტეს მეორე ქორწილიც გადაეხადათ.