LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალბატროსის” ნაცემი თანამშრომლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან

78

ავჭალაში კომპანია “ალბატროსში” ინციდენტი მოხდა. ნაცემია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი.

„ალბატროსში“ დასაქმებულები ყვებიან, რომ მუშები კომპანიის ხელმძღვანელის პირადი დაცვის წევრებმა სცემეს.

„ალბატროსის“ თანამშრომლების თქმით, მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი ხელფასები და ბუღალტრული ჩარიცხვები გახდა.

ნაცემი მუშები ამ დროისთვის ავჭალის პოლიციაში დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

მუშების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები