LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ალბატროსის” დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც მუშების ცემაში ადანაშაულებენ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ

200

კომპანია ”ალბატროსის” დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებსაც მუშების ცემაში ადანაშაულებენ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ასევე, თანამდებობიდან დროებით ჩამოცილებულია კომპანიის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კერვალიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია ”ალბატროსის” გენერალურ დირექტორთან, ზაზა ჩხაიძესთან და კომპანიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკება დასრულდა. მოლაპარაკების პროცესში ექვსი მუშა და პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, დაცვის სამი პირი, რომლებიც მუშების ცემაში მონაწილეობდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ლევან კერვალიშვილი მუშების ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან დროებით ჩამოშორებულია.

დოლაბერიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებს გადასცეს და ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.

საუბრისას დოლაბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ავჭალის პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით ოთხი მუშა დაკითხეს და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები