LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება” – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

138
BeFunky-collage - 2023-02-18T233226.876

აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება, – აღნიშნულის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი,  მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „შაბათის მთავართან” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე.

„ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი…

ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი…

აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის…

გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

გიორგი ჩალაძე: როგორ შეიძლება სიმულაციით წნევა აეწიოს ადამიანს, ან სიმულაციით მოწამვლა როგორ შეიძლება.. პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები