„ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რაღაც მომენტში მთელმა ჩემმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა,“ – ასე ეხმაურება საკუთარი ვარსკვლავის გახსნას ცნობილი მსახიობი, ზურა ყიფშიძე.
მსახიობმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის წინ, ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი “მეფე ლირი”. ზურა ყიფშიძემ ამ სპექტაკლისთვის ორჯერ მიიღო პრემია „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.“
ვიდეო: ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი „როცა აყვავდა ნუშის“ მუსიკის ფონზე გაიხსნა – მსახიობის ემოციები
– ალბათ ნორმალურია, თვალწინ ჩაგირბინოს მთელმა ცხოვრებამ, როდესაც რაღაც ეტაპს ამთავრებ და ასე მოხდა ჩემი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზეც. ცოტა კი შემრცხვა, მაგრამ ალბათ, რადგან ასე მოხდა, ე.ი. ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს და მაფასებს.
– ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახიობო მოღვაწეობა უკვე დაასრულეთ?
– როცა „მეფე ლირს“ ითამაშებ, ამის მერე რაღა უნდა ქნა? მორჩა!
– „მეფე ლირი“ თქვენი მთავარი როლია?
– აბა როგორ?! თუმცა, ყველა როლი, რაც მითამაშია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეულ მათგანში ჩემი სული და გული ჩავდე. „დონჟუანიც“ ძალიან მნიშვნელოვანია, „პატარა ქალაქიც“ და „საქმეც.“ კინოც ხომ ძალიან ჩემია, მაგრამ თეატრი განსაკუთრებულია, – შენ ხარ, ცოცხალი ხარ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. კინოში ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგამონტაჟებენ. თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ვრცლად წაიკითხეთ:
„ესეც მამიჩემის ვარსკვლავი, მადლობა“ – რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ყიფშიძე