LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს“ – მერების კანდიდატების პასუხი კალაძეს

81
კალა 55

კახა კალაძის გარდა, თბილისის მერობის კანდიდატებს, ამ დრომდე ნარკოტესტი არ ჩაუბარებიათ. დედაქალაქის მერი კი ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ბიძგი უნდა მისცენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

“ქართული ოცნების” წევრებმა ტესტი ჩააბარეს ვიდრე პარლამენტში შევიდოდნენ, გასაკვირია, რატომ არ არის მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ, ეს მათი გადასაწყვეტია,”- აცხადებს თბილისის მერი, თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე.

მშვენიერაძე: ჩემი ვარაუდით, გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს

კახა კალაძეს უკვე უპასუხეს მერობის კანდიდატებმა.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ,  თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს.

“ჩვენი გუნდი მზად ვართ ჩავაბაროთ ნებისმიერი ტესტი, ადამიანების და ქალაქის წინაშე, ხოლო რაც შეეხება კალაძის და გახარიას ამ ურთიერთგადალაპარაკების პოლიტიკას, სჯობია დაასრულონ, რადგან გახარიამ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი – პანდემიის პირობებში ვერ მართა ვერცერთი პროცესი, ხოლო კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი თბილისის წინაშე,”- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ანა ბიბილაშვილი.

“მესამე ძალის” მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე კი აცხადებს, რომ ის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს და მის პოპულარიზაციასაც ეწევა.

“ვფიქრობ ეს პოპულისტური განაცხადია ბატონი კახის მხრიდან, ვაპირებ ტესტი ჩავაბარო, მაგრამ მას შემდეგ, თუ მოქალაქეები ამირჩევენ. ეს არის ვალდებულება, რასაც კანონი ყველა საჯარო მოხელეს ავალდებულებს,”- განმარტავს თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე.

მერობისკიდევ ერთმა კანდიდატმა ანა დოლიძემ კი განაცხადა, რომ კალაძის მოწოდება ნარკოტესტის ჩაბარებაზე არის საბჭოთა პოლიტიკის გაგრძელება.

იმის ნაცვლად, რომ დებატებში დაუჯდეს გახარიას, გადაწყვიტა, რაღაც ნიუსი შეექმნა. საქმით დაკავდეს… – ქემოკლიძე კალაძის ნარკოტესტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები