LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ ხშირად აუღელვებიხართ თქვენი ჩვილის სახეზე წითელ ლაქებს… არ შეშინდეთ“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

646
ingamamuchashvili

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ჩვილ ბავშვთა ასაკში არსებულ ძალიან ხშირ პრობლემაზე წერს. ექიმი ეგრეთ წოდებული წითელი ლაქების თემას ეხმიანება და მშობლებს ამშვიდებს:

„ალბათ ხშირად აუღელვებიხართ თქვენი ჩვილის სახეზე (წარბებს შორის, თვალბუდის ირგვლივ) და თავის თმიან ნაწილში, განსაკუთრებით კეფაზე მოულოდნელად აღმოჩენილ წითელ ლაქებს (უკანასკნელ პერიოდში თითქმის არ შემხვედრია ახალშობილი ამ ლაქების გარეშე). არ შეშინდეთ ეს ჩვილთა, ინფანტილური ჰემანგიომაა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდან კოსმეტიკური დეფექტი უფროა, ვიდრე სამედიცინო პრობლემა, რომელსაც უხშირესად პედიატრები ვხვდებით და დიაგნოსტირებაც ჩვენს მიერვე ხდება პირველივე ვიზიტზე… ეს მარტივი ჰემანგიომებია, რომლებიც ძირითადად ვარდისფერი ლაქის სახით გვხვდება, უფრო ხშირია გოგონებში, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება, 6 თვემდე არის აქტიური ზრდის ფაზა, შემდეგ ზრდა ნელდება, რასაც მოჰყვება უკუგანვითარების ფაზა, ბიოლოგიური რეგრესი ანუ ინვოლუცია, როგორც წესი ერთ წლამდე ასაკამდე ქრება.

ზოგადად ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში, გამომწვევი შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მედიკამენტების გამოყენება, მაღალი არტერიული წნევა, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ქიმიური აგენტები, ქსენობიოტიკები, მავნე ჩვევები, ენდოკრინული სისტემის პრობლემა და ა.შ … გაქრება და უკვალოდ დაიკარგება!ეს რაც შეეხებოდა მარტივ, ინფანტილურ,ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომებს!!! თუმცა ჰემანგიომები გარდა კაპილარულისა, შეიძლება იყოს კავერნოზული (კანის ღრმა შრეში,მოლურჯო ფერის) და შერეული(ორივე ტიპის შერწყმა)ეს დერმატოლოგების და ქირურგების კომპეტენციაა!!! მე ჩემს პატარებზე გესაუბრეთ, მარტივ, უსაფრთხო, ინფანტილურ ჰემანგიომებზე,ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მომავალს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.