ხვალიდან „ტამიფლუს“ მარაგების შევსება დაიწყება, როგორც აფთიაქებში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
რაც შეეხება პირბადეებს, დავით სერგეენკოს თქმით, თუკი დეფიციტი შეიქმნება, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს მისი მარაგებიდან დაეხმარება.
„ტამიფლუზე“ ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს-ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ
"პსპ"-ში 10 კაფსულა "ტამიფლუ“ 81,85 ლარი ღირს, "ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, „ჯი-პი- სიში“ – 93,83 ლარი ღირს. აღნიშნულმა ფასებმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. კიდევ ერთი აღშფოთების საგანი მოსახლეობაში პირბადეების დეფიციტია.
"ტამიფლუ" აფთიაქებში 80-დან 100 ლარამდე ღირს - დეფიციტშია პირბადეები
რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს“ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, მოქალაქეები, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, დღეს დილიდან პირბადეების არარსებობას აპროტესტებენ. ზოგიერთ უბანში თუ ქალაქში ასევე “ტამიფლუს” მცირე რაოდენობაზეც ვრცელდება ინფორმაცია.