მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა შვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია:
„ჯანმრთელობა ისევ იგივე, სისუსტე. ახალს ვერაფერს გეტყვით. ფეხზე დგომა, გადაადგილება უჭირს. სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია,“ – განაცხადა გიული ალასანიამ.
დღესვე ალასანიამ ე.წ. გამარჯვების კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყების ინიციატივაც შეაფასა და განაცხადა, რომ „პოლიტიკური პროცესების მონაწილე ყველა მოქალაქე უნდა იყოს“.
„გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მთავარი, აუცილებელია ხალხთან ურთიერთობა, ნამდვილი დემოკრატია ეს არის.
ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ.
წლებია, სოფო ჯაფარიძის საქმიანობას თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება. ახლაც რომ დადის ამ 45 გრადუს სიცხეში და ხვდება ადამიანებს და მათ აზრს ეკითხება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გიული ალასანიამ.