LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალან გაგლოევი: „მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ დაივიწყებენ 2008 წლის გაკვეთილებს და ერთსა და იმავე ფოცხზე ნუ დააბიჯებენ“

139
ალან გაგლოევი

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას და ვხედავთ, როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით“, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

მან ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, „2008 წლის გაკვეთილები“ არ დაივიწყონ:

„მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ დაივიწყებენ 2008 წლის გაკვეთილებს და ერთსა და იმავე ფოცხზე ნუ დააბიჯებენ“, – განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევი: იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ჯერი დადგება

მანვე აღნიშნა, რომ 2015 წელს გაფორმებული ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება.

ამასთან, გაგლოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი აპირებს, რუსი პარტნიორების დახმარებით ჩამოაყალიბოს დრონების საკუთარი წარმოება, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიზნებისთვის.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება უპილოტო საფრენი აპარატებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“. – აღნიშნა ალან გაგლოევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები