“ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰს ისლამის იდეალურად წარმოჩენისათვის წმინდა ქალაქ მექაში მიწის ნაკვეთს მისცემენ. მექის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ფაჰდ ალ როუკის განცხადებით, ეგვიპტის ნაკრების ფორვარდს მიწის ნაკვეთს საჩუქრად საზეიმო ვითარებაში გადასცემენ.
ალ როუკის თქმით, სალაჰი, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისლამის მიმდევრის მაგალითი, ასეთ პატივს იმსახურებს და იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, მას ნაკვეთს ალ-ჰარამის მეჩეთის გვერდით გამოუყოფენ.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მუნიციპალიტეტის იდეებს არ გაიზიარებს, სალაჰის სახელზე მეჩეთს ააშენებენ.
ალ-ჰარამის მეჩეთი მსოფლიოს უდიდესი და უმთავრესი ისლამური სალოცავია.