LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალაჰ აკბარ: ესროლეთ გაუფრთხილებლად!

81

ვენეციის მერი ითხოვს, რომ ტერორისტებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლონ. ლუიჯი ბრუნიარომ ბრძანება გასცა, რომ ყველა ადამიანს ვინც სან-მარკოს მოედანზე „ალაჰ აკბარს“ დაიყვირებს – მომენტალურად ცეცხლი გაუხსნან. მერის აზრით, ტერორიზმთან ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ტერორისტებს ჩანაფიქრის ასრულების საშუალებას არ მისცემენ და პირდაპირ ალაჰთან გაუშვებენ. ბრუნიარო მსგავს განცხადებებს საკმაოდ ხშირად აკეთებს და იტალიელებიც როგორც წესი, დიდი აპლოდისმენტებით ხვდებიან ხოლმე. რაც შეეხება ვენეციას, ქალაქი 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. ღონისძიებები 30 აგვისტოს დაიწყება და ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები