LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალაბამას შტატში სიკვდილით დასჯის ახალ მეთოდს გამოიყენებენ და ის შეიძლება ოთახში მყოფი ადამიანებისთვისაც საშიში იყოს

127
Screenshot 2024-01-24 115029

ალაბამას შტატში სიკვდილით დასჯის ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებას აპირებენ. Independent-ის ინფორმაციით, ახალ მეთოდს ხვალ, 25 იანვარს მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ კენეტ სმიტის დასასჯელად მიმართავენ.

ინოვაციური მეთოდი – აზოტის გაზის გამოყენებას გულისხმობს.

ამ სასჯელს ეწინააღმდეგება ყველა, თუმცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის. მსჯავრდადებულის ადვოკატებმა საჩივარიც შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ასეთ ფორმას გამოეხმაურა გაეროც და მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანის წამებას შეადარა.

აღსანიშნავია, რომ კენეტის დასჯა შტატმა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში სცადა, მაშინ მსჯავრდადებულს ინტრავენური ნემსი ოთხი საათის განმავლობაში რამდენჯერმე გაუკეთეს. თუმცა, ნემსმა პატიმარს ვერაფერი დააკლო.
გუბერნატორმა სიკვდილით დასჯის პროცესი შეაჩერა და პროცედურების გადახედვის განკარგულება გასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები