LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვას ხელოვნების სკოლას კატია ლელის შვილი გამოაკლდა

54

პოპულარული მომღერალი კატია ლელი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქალიშვილთან, ემილიასთან ერთად გამოჩნდა, რომელსაც მსახიობობა სურს. 6 წლის გოგონას სულაც არ ეშინია კამერების და ჟურნალისტებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს.

”მას ძალიან უყვარს ასეთი ღონისძიებები და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ემილია ოცნებობს გახდეს მომღერალი, რაშიც მე ხელს ნამდვილად არ ვუშლი” – აცხადებს კატია ლელი.

ამასთანავე მომღერალი აღნიშნავს, რომ 6 წლის ემილია, გადატვირთული გრაფიკის გამო, ალა პუგაჩოვას ხელოვნების სკოლაში სიარულს ვერ ასწრებდა…

”გახდე პროფესიონალი, განსაკუთრებულ შრომასა და დატვირთვას მოითხოვს. ჩემს შვილს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. შარშან ის ალა პუგაჩოვას ხელოვნების სკოლაში დადიოდა, თუმცა, წელს ის მე მუსიკალური სკოლის პირველ კლასში მიმყავს, რადგან ძალიან სურს მომღერლობა. ასეთი გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და მეც ხელი არ შემიშლია,  ამასთანავე მას გარკვეული დრო დარჩება საშუალო განათლების პროგრამისთვისაც” – აცხადებს კატია ლელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 6 წლის ემილია საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა ღონისძიებაზე. როგორც ოჯახის ახლო მეგობრები აღნიშნავენ, მას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ნამდვილი ვარკსვლავი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები