LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვა: “მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”

669
y5y5y54

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მისი მეუღლის, მაქსიმ გალკინის მსგავსად, უცხოური აგენტების სიაში შეიყვანოს.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” წერს.

ამასთან, პუგაჩოვა რუსეთ-უკრაინის ომსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში “ილუზორული მიზნებისთვის” იღუპებიან, რუსეთი გარიყულია, რაც მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს.

“მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის – წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, მსურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს,” – წერს ალა პუგაჩოვა.

შეგახსენებთ, მაქსიმ გალკინი უცხოეთის აგენტების სიაში რუსეთმა 16 სექტემბერს შეიყვანა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი საგარეო დაფინანსების წყარო უკრაინიდანაა.

აღსანიშნავია, რომ გალკინი არ მალავს თავის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ და მუდმივად საჯაროდ უცხადებს სოლიდარობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები