LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკოცა, ფანმა რონალდოს აკოცა: ბიჭები კრიშტიანოსთან ფოტოსთვის მოედანზე შეცვიდნენ (ფოტო)

69

რამდენიმე ფანი მოედანზე შევარდა რონალდოსთან ფოტო რომ გადაეღოთ, ერთმა აკოცა კიდეც.
პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით წააგო ჰოლანდიასთან – 0:3.

კრიშტიანო რონალდო ერთხელაც მზად იყო გუნდი გაჭირვებიდან ამოეყვანა, მაგრამ გულშემატკივრების არაერთმა ინტერვენციამ მისი საბრძოლო განწყობა ჩაახშო.

„ოქროს ბურთის“ 5-გზის მფლობელთან ფოტოს გადაღების გამო მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიჭრა.
ერთი უფრო თამამი გამოდგა და რონის ამბორი გაუბედა.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე რონალდომ პორტუგალია ეგვიპტესთან წაგებისგან იხსნა. კრიშტიანომ გოლები 92-ე და 94-ე წუთებზე გაიტანა (2:1).

პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ესპანეთს, მაროკოს და ირანს შეხვდება.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=faCLBK-aEMM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები