მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერმა აკია ბარბაქაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით დამარცხება წარმოუდგენელია.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდება, რომ ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ გაძლიერებულ მტერთან და დავიწყებთ გაერთიანებას, ეს იქნება კარგი და დააჩქარებს პროცესს.
„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა, აქტივისტებმა და საზოგადოების წევრებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.
თუ ცალ-ცალკე დაიწყებს ყველა მოქმედებას და კიდე ერთმანეთს დავასუსტებთ, მაშინ ეს ხელისუფლება კიდევ დიდხანს იქნება.
თუ კიდე ვინმე არის ილუზიით ამ ქვეყანაში, რომ მათ არჩევნებით გავისტუმრებთ, ამომრჩევლის თემა იქნება და ამომრჩეველთან თავის მოწონება, ესეც ტყუილია, იმიტომ, რომ ამ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამეა ხელისუფლებისგან გამოსაგლეჯი, რადგან პოლიტიკური სივრციდან არის ბოლომდე გასული და არ აპირებს, როგორც აფხაზეთში ჩაატარა არჩევნები, რუსულად, ეგეთ არჩევნებს ჩაგიტარებს და საერთოდ არ წავა ხელისუფლებიდან.“ – განაცხადა აკია ბარბაქაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.