ექსპერტი სამხედრო საკითხებში, მოძრაობა „თავისუფლებისთვის – წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი, აკია ბარბაქაძე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ჩამოყალიბდება ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, სადაც ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია იქნება გაერთიანებული.
აკია ბაქრაძის თქმით, ორშაბათიდან პერმანენტული აქციები გაიმართება.
„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
„მანდატი თქვენშია, ძალაუფლების წყარო ხალხშია. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, შევიყვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენლით და უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ თქვენი სურვილი.
ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს. შევიკრიბებით და ამ საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტიები. „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი… ყველა პარტიას დაველაპარაკებით და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია.
ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა და მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინის გვერდზე. თორემ ახლა ჩვენი რეალობაა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ესაა ჩვენი რეალობა“, – განაცხადა – აკია ბარბაქაძემ.