LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახვლედიანი : გამოცდის ტესტის გამჟღავნებაზე პუხისმგებლობას ნინო გვენეტაძეა

73

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა  განაცხადა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის ტესტის წინასწარ გამჟღავნების თაობაზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ეკისრება.
“ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია – გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ. მე გამაჩნია კითხვები, რომელიც საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, მისთვის უცნობია ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტესტის წინასწარ გამჟავნებას ორგანიზება გაუკეთეს.