21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევს და შაბათს, ღამე 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის თქმით, მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები დედაქალაქის აქტიურ წერტილებთან დააკავშიროს.
ავტობუსს ექნება ტრაფარეტი „ღამის ავტობუსი“ და საპილოტე მარშრუტზე 1-საათიანი ინტერვალით და სტანდარტული ტარიფით იმოძრავებს. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.