LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტელის მეტროსთან გზის სავალი ნაწილის აღდგენას კიდევ ორი თვე დასჭირდება

70

ახმეტელის მეტროსთან მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაინგრა. მიზეზი, მიწისქვეშ გამავალი მდინარის კოლექტორის დაზიანებაა. სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს, თუმცა, როგორც „ფორტუნას“ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სამუშაოების დასრულებას კიდევ ორი თვე დასჭირდება.

„ამ წუთას ვართ ჩასულები 12 მეტრის სიღრმეზე და 16 მეტრი უნდა ჩავიდეთ ბოლომდე. უნდა მოეწყოს სანიაღვრე კოლექტორი, რაც დაზიანდა თავიდან უნდა გაკეთდეს, ახალი. თავის დროზე ეს დასახლება ააშენეს მდინარეზე. მთლიანად დახურეს მდინარე, მოაქციეს მიწის ქვეშ და ააშენეს დასახლება. სამუშაოები დღეს წარმოებს ინტენსიურად,“ – აღნიშნეს მერიაში.

როგორც „ფორტუნასთან“ ადგილობრივები აცხადებენ, ახმეტელის მეტროსა და მუხიანი-თემქის დასახლების გზის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის გადაკეტვა მათ დისკომფორტს უქმნის.

მათივე ინფორმაციით, საცობია შექმნილი მუხიანის ცენტრალურ ქუჩებზე, რომლებსაც ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახმეტელის მეტროდან მუხიანის ზედა მიკრორაინებსა და თემქაზე გადასაადგილებლად იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები