უბედური შემთხვევის შედეგად, საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას, ფეხი გაუცურდა და მანქანამ ქვეშ მოიყოლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/posts/2006742669629955?__xts__%5B0%5D=68.ARALu-NarItBLHFFqzzfhgv7kho0OZQlex8mSgVTE1esGjFCgDcz64pKx1ZUau8UM-m-oJSp8zPgUvEQtlwzzpPNuEZFvbDgniKe4ImrjXi6RDR-IlIW8QggrrfJ6b2_9r3v0D6GJX6FSPYXPkXF9-jDem471XeH6c9saRBFvln1BrtYr1Ef3S2uGR7qWDmQg6qV1lZx4JCZ2X3itxbmzZ3CiBrto8c4XPX2ClGkZ3WuzEjEgmi7DygCIx_2qozcvBwVdnWd7MepI-6IKVQTa-Q7MIAOc3PiPBLxrJ8eeeTRl6UaucNJ16Ki257GzUSIo-BzvrePE5xBt5ho9t1wx-5U&__tn__=-R