LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

46

ახმეტაში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე ილტოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა.

შემთხვევა ე.წ. “საგუბრების ტერიტორიაზე” მოხდა. ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილი მაშველებმა  წყლის დაცლის შემდეგ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები