LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტა-ბაწარას ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

416
გზის-რეაბილიტაცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა – ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის (დუისი-ჯიბახევის) 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დუისი-ჯიბახევის მონაკვეთი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, დუისიდან ბაწარას ეროვნულ ნაკრძალამდე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებზე გადის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე, 2.3 კმ-იან მონაკვეთზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

(R)