LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევის ცხედარს პანკისში, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გადაასვენებენ

56

,,სავარაუდოდ, ახალ წლამდე პანკისში ახმედ ჩატაევის ცხედარს გადმოგვცემენ,“ – ამის შესახებ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ განაცხადა.

ასლოდინ ალდამოვის ინფორმაციით, ამ საკითხზე ინფორმაცია აქვთ უხუცესებს და ცხედრის გადმოცემა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაგვიანდა.

სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები