LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში ტერაქტებს გეგმავდნენ

63

სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში და თურქეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ და ისინი დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩტაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიოჩნაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა,”- აღნიშნა გიორგობიანმა.