LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლობლების ინფორმაციით, გლდანში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, 3 დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს

1624
gfdgdfggdgdgdfgd

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.

“ბინაში შესვლისას თანამშრომლებს გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ” – „თბილისი ენერჯი“ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა – მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” ოჯახის ახლობელმა.

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი შვილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები