LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ 

1385
Untitled design (9)

შოვში მომხდარი სტიქიის ზონაში დაკარგულ მოქალაქეს – ლევან რაზმაძეს ეძებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ლევან რაზმაძის ოჯახის ახლობელი ნინო გობეჯიშვილი ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“:

„სტიქიის შემდეგ ვეძებთ ლევან რაზმაძეს.

თუ ვინმემ რამე იცით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ“, – წერს მოქალაქე.

როგორც ნინო გობეჯიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, სიახლე არ აქვთ და ლევან რაზმაძეს ამ დრომდე ვერსად მიაკვლიეს.

 

 

ვიდეო: „მთელი ღამე ჩვენთან იყვნენ სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ, საკვები გაგვინაწილეს“ – რას წერს მერაბ ნინიძის შვილი, რომელიც სტიქიას გადაურჩა

„ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამაცი გოგო“ – რას წერს დედა გოგოზე, რომლის ფოტოც რაჭის სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები