ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
“დანა დაარტყეს, არაფრის გამო. ახლობლები არიან – ერთი ნათლული და ერთი ბიძაშვილის შვილი. მიზეზი იარაღია. აქაურები იყვნენ ოთხი და კიდევ ჰყავდათ შვიდი კაცი მოყვანილი. მეც ვიყავი, მეზობელთან ვიყავი, მარიამობა იყო, გადმოვედი ჭიშკარზე. ათი ჭრილობა აქვს, დაჩეხილია” – ამბობს თვითმხილველი.
საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი.