ოლიმპიური დროშა პიონჩანგიდან – ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქიდან, პეკინში – XXIV ოლიმპიადის დედაქალაქში ჩავიდა.
ოლიმპიადების სიმბოლოს დახვედრის ცერემონია პეკინის ჩრდილოეთით, 2022 წლის თამაშების ჩატარების ადგილზე, იანცინის რაიონში, ჩინეთის დიდი კედლის, „ბადალინის” მონაკვეთზე შედგა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის იყვნენ პიონჩანგის ოლიმპიადის მედალოსნები.
„ოლიმპიადა 2022-მა პეკინური ათვლა დაიწყო”, – ამბობს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი ჰან ცზიჟუნი.
იანცინის რაიონი ჩინეთის დედაქლაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 90 კილომეტრის დაშორებით მდებაროებს, სადაც სამთო მოთხილამურეთა, ბობსლეისტთა და მოციგავეთა ასპარეზობები გაიმართება. ორი ოლიმპიური ობიექტი კი პეკინის ჩრდილოეთით, მეზობელ პროვინცია ჰებეის ქალაქ ჩჟანცზიაკოუშია განთავსებული.
პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალი 25 თებერვალს შედგა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური დროშა ტრადიციისამებრ მომავალი ზამთრის თამაშების დედაქალაქის მერს, ჩენ ცზინს გადასცა.
ამგვარად, პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხულის თამაშების (2008) შემდეგ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს ჩატარდება.