LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში“ – მაიკლ გალერისა და ანა ფოტიგას განცხადებები სააკაშვილზე

193
BeFunky-collage (2)

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.

“ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროპული კომისიის დასკვნაში წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

„ისინი უნდა კონცენტრირდნენ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა და შემდეგ კი კანდიდატის სტატუსი მიიღონ. ასევე სერიოზული შეშფოთება გამოვხატე საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში. არასდროს არის ძალიან გვიანი წარსულის შეცდომების გამოსწორება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს. საქმე ფართოდ აღიქმება, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა,”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

პეტრას აუსტრევიჩუსი: საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია

ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ წლიური მოხსენების განხილვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ახლა რაც ხდება, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

“მივესალმები სვენ მიკსერის მოხსენებას საქართველოს შესახებ და კარგია, რომ გვაქვს კიდევ უფრო მეტი დრო ცვლილებების შესატანად. რა თქმა უნდა აუცილებელი და საჭიროა, ქართული მმართველობის დამოკიდებულებების შეცვლა. მე მხარს ვუჭერ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს. თუმცა საქართველოს სჭირდება ინკლუზიური მთავრობა, განსხვავებული მოპყრობა საპირისპირო შეხედულებების მიმართ.

რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა, ეს არის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ალიანსის ძირითად მიმართულებები და ასევე მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებები, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის მხარდამჭერია”, – განაცხადა ფოტიგამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები