3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილის, ლაშა წიქორაძის შეყვარებული ანო ბენიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს.
„ლაშუ, ხელს რომ გადაგხვევდი, რა გიხაროდა ლაშუ, ჩემი ძმაკაცი ხარო, მიღებდი ფოტოებს და შენს უმაგრეს ძმაკაცებს უგზავნიდი.
ამ მუსიკაზე რას „ღადაობდი“ გახსოვს? მასხარა ხარ, მარტო ჩემი მასხარა ოღონდ…
ახლა ვზივარ ტელეფონთან და ყველას ვუყვები, დიდს თუ პატარას, რამხელა ტკივილი დამიტოვე, ვუყვები რა ბედნიერი წლები გავატარეთ ერთად და იცი რა? გული სიამაყით მიძგერს, რა მაგარი ბიჭი მყავხარ. ვამაყობ შენით, ვამაყობ შენით… ჩემო სულის მეგობარო“, – წერს ანო ბენიძე.
აუ ლაშუუ ხელს რო გადაგხვევდი რაგიხაროდა ლაშუუ ,ჩემი ძმაკაცი ხარო მიღებდი ფოტოებს და შენს უმაგრეს ძმაკაცებს უგზავნიდი.
…Posted by Anno Benidze on პარასკევი, 07 ივლისი, 2023
ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან 3 ივლისს, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
„ღიმილის ბიჭები“ – გეგუთში მომხდარ ტრაგედიას პოეტმა ლია კუპატაძემ ემოციური ლექსი მიუძღვნა