LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია: თენგიზ ცერცვაძე

223
publika.ge-2-

“ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია”,-ამის შესახებ ინფექციონისტმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ის მოსახლეობას მესამე ტალღის რისკებზე აფრთხილებს და ამბობს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

“ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება, მათ შორის ახალი შეზღუდვები. ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები