„მათი მიზანია, რომ ამ პუტინისტური პროპაგანდისას ყველაფერი თავდაყირა იყოს, ახლა მხოლოდ ეს მესიჯი აინტერესებთ – „ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენ“, და ამ უსინდისო ტყუილს ამბობენ, როცა რეალურად პირიქით არის ყველაფერი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკვე 14 ოკუპირებულია.
„რაც აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში მოხდა, თუნდაც 2008 წელს რომ შევადაროთ, განსხვავებულია სისასტიკისა და მსხვერპლის მასშტაბი. მაშინ არც ნატოს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა, რაც ნანგრევების მტვერით წარმოიშვა. ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, იმის თქმა, რომ „14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთი, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო, ამ ტყუილს ემსახურება“.
პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები
„ეს კაცი გამოდის და იძახის, რომ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტია, პირდაპირ იძახის, რომ ის კარგი და ჩვენი იყო. ამით ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ უნდა გვქონდეს. აფხაზეთი ჩვენი იყო რას ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა და როცა მოვინდომეთ, მაშინ ამის გამო დაგვსაჯეს.
„მას (ირაკლი ღარიბაშვილს) უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ – როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლის ღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს. შეხედონ კადიროვს, დაღესტანში რა ხდება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია: ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია