LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მაკგრეგორი: მებრძოლს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი – ნბა-ს მატჩზე გოგო ტუალეტში ძალით შეიყვანა და…

114
Screenshot 2023-06-16 103146

UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაშია დადანაშაულებული. ცნობილ სპორტსმენს „დენვერსა“ და „მაიამის“ შორის ნბა-ს ფინალურ მატჩზე (მე-4 თამაში 10 ივნისს) მომხდარ ინციდენტზე ედავებიან.

მატჩის შემდეგ პოლიციაში გოგონა მივიდა, რომელმაც მაკგრეგორთან ძალდატანებულ სექსუალურ კონტაქტზე იჩივლა. მისი თქმით, ირლანდიელმა მებრძოლმა პირადი დაცვის დახმარებით გოგონა მამაკაცთა ტუალეტში ჩაკეტა და ორალური სექსი აიძულა.

შემდეგ დაზარალებულმა მოახერხა მაკგრეგორისთვის მუცელში ჩაერტყა და ტუალეტიდან გავარდა, როდესაც კონორს მისი გაუპატიურება სურდა.

სპორტსმენის წარმომადგენლებმა უარყვეს ბრალდება.

განცხადება გაავრცელა „მაიამი ჰითმაც“: „ვიცით ამის შესახებ და სრულ გამოძიებას ვაწარმოებთ. შედეგებამდე თავს ვიკავებთ კომენტარებისგან“.

UFC-მაც განაცხადა, რომ გააგრძელებს დამატებითი დეტალების შეგროვებას.
„UFC სასამართლო პროცესის დასრულებას დაელოდება, სანამ რაიმე დამატებით განცხადებას გააკეთებს“.

ახალი ამბავი არ არის, რომ ცნობილ სპორტსმენებს ქალები გაუპატიურებაში ბრალს სდებენ ხოლმე. საინტერესოა მარიო ბალოტელის ამასწინანდელი შემთხვევა, როდესაც ციხეში ფულის გამომძალველი თაღლითი ადვოკატი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები