მაქსიმ გალკინის ისრაელში დაგეგმილი კონცერტები სრული ანშლაგით მიმდინარეობს. მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა:
„ძალიან დიდი მადლობა ყველას. კიდევ დაგიბრუნდებით, თუმცა ამხელა სიყვარულის ფონზე, შემიძლია აქ დავრჩე , შემიძლია აღარა დავბრუნდე რუსეთში“ – ამბობს 45 წლის არტისტი.
გალკინმა კონცერტის მსვლელობისას, რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე სასტიკად დაგმო და კრემლის პროპაგანდისტებს დასცინა.