LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, დიდი ხანია, ვეძებდით შესაფერის ადგილს – უცხოელი ინვესტორი

85
maxresdefault

განვიხილეთ ინიციატივა საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემის დიდი მხარდამჭერები ვართ, – ამის შესახებ ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის. „დიდი ხანია, ვეძებდით შესაფერის ადგილს და მიგვაჩნია, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ ახალ ქართულ სტარტაპებზე, რომლებსაც შეუძლიათ, გლობალურად გახდნენ კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ჯონათან თაუერმა.

ცნობისთვის, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონიან ფონდს Catapult Georgia One-ს დააფუძნებს.

თურნავა: ქვეყანაში მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები