LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ჰუმელსიც: ბაიერნმა დორტმუნდს კაპიტანი წაართვა

26

მატს ჰუმელსი ”ბაიერნში” გადავიდა.

მიუნხენურმა გრანდმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა დორტმუნდის “ბორუსიას”.

ამის შესახებ დორტმუნდელთა ოფიციალურმა საიტმა დაწერა.

ჰუმელსი “ბაიერნის” ფეხბურთელი 1 ივნისიდან გახდება. მან რეკორდმაისტერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აი რა თქვა გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა:

“დორტმუნდის” დატოვების გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ, რაც აქ 8.5 წელი გავატარე, ჩემთვის იოლი არ იყო.
ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, რომ “დორტმუნდის” მაისურს ვატარებდი.
ჩემ დაბრუნებამდე მშობლიურ ქალაქში, ერთი საერთო მიზანი გვაქვს, დორტმუნდში გერმანიის თასი ჩავიტანოთ და გულშემატკივრებთან ვიზეიმოთ.
ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები, ისევე, როგორც ჩემი თანაგუნდელები. მთელი გულით ვუხდი მადლობას თანაგუნდელებს, კლუბის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს იმ საოცარი პერიოდისთვის, რაც დორტმუნდში გავატარე”, – თქვა ჰუმელსმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

2008 წელს ჰუმელსი “ბორუსიაში” სწორედ “ბაიერნიდან” გადაბარგდა.

“ბორუსიასთან” ერთად 27 წლის მცველმა ბუნდესლიგის ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
შეგახსენებთ, მანამდე ”ბაიერნმა” დორტმუნდელებს მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი წაართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები