LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ… სპარტაკის მდგომარეობა დამძიმდა” – ვარლამ წიკლაური ფსიქიატრიულის დირექტორზე

ds

ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელზეც სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი სპარტაკ ბუკიაა და რომელიც გუშინ “ფეისბუქზე” დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

როგორც ვარლამ წიკლაური წერს, სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორს სიმსივნე აღმოაჩნდა. დაავადების და სისუსტის მიუხედავად, მან დაწესებულებაზე სასაუბროდ რეპორტაჟში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ვარლამ წიკლაური წერს, რომ გუშინდელი ამბის და კომენტარების ნახვის შემდეგ, სპარტაკ ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

“მთელი დღე სოციალურ ქსელში დაატარებთ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას ფოტოს. დიახ, ბატონებო, ეს არის ის ადამიანი, ვინც ბენეფიციარებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ კარგ პირობებში ეცხოვრათ. დაახლოებით სამი თვის წინ, სურამში გაცივდა და ფილტვების ანთებაა დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა. როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკვაშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ! ბუნებრივია მივედი, იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ – ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!!!” – წერს ვარლამ წიკლაური.

ჟურნალისტის ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვა. კომენტარებში სპარტაკ ბუკიას 4 თვის წინ გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები