ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ევროკავშირის მხარესთან იმართება პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას და ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რათა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილოს”
„ევროკავშირთან ასოცირების საბჭო თანამშრომლობის უმაღლესი ინსტიტუტია, რაც გვაქვს ევროკავშირთან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია მიიღებს სხდომაში მონაწილეობას. ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი და ადგილია, სადაც შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესია. ჩვენ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას და ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რათა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილოს. დამატებით გვაქვს 12 რეკომენდაცია“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.