არასოდეს არ დამთავრდება ბჭობა იმაზე თუ რომელი ეპოქის ფეხბურთი და ფეხბურთელები ჯობდნენ და ალბათ შეთანხმებაც ვერასდროს მოხდება. მესი და რონალდო უკეთესები არიან თუ პუშკაში და დი სტეფანო? მიდი და გაიგე! ვნახოთ თავად დიდი ფეხბურთელები რას ამბობენ, როგორები იქნებოდნენ ახლა რომ უწევდეთ ფეხბურთის თამაში.
პელე, რივალდო და სხვები იმაზე ყვებიან, თუ როგორ გადაუვლიდნენ ყველას.
პელე
ახლა რომ ვთამაშობდე, ფიზიკურად უნდა შევესაბამებოდე თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ მაინც საუკეთესო ვიქნებოდი. საქმე ისაა, რომ ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა.
ეს იგივეა, რომ ბეთჰოვენზე ისაუბრო და ივარაუდო სხვა ეპოქაში მუსიკას შექმნიდა თუ ვერა.
ნეიმარი დამრჩდილავს თუ არა? არა მგონია. გახდე ახალი მეფე, ახალი პელე შეუძლებელია. დედაჩემი და მამაჩემი ხომ ბავშვებს აღარ აჩენენ.
რივალდო
ახლა რომ გამოვდიოდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. ესპანეთში 50 გოლზე ნაკლებს არ გავიტანდი. თანამედროვე ფეხბურთი არ გავს იმას, რაც ადრე იყო.
ოლეგ ბლოხინი
რონალდო ყველაზე მეტად მგავს სისწრაფითა და ძალით. შევძლებდი კი ჩვენს დროში მის დონეზე თამაშს? მჯერა, რომ კი.
ალან შირერი
მე რომ დღევანდელი მცველების წინააღმდეგ ვთამაშობდე, ისინი ვერ შემაშინებდნენ.
ფილიპო ინძაგი
იგუანის ტრანსფერი იუვენტუსში? თუ პიპიტოში 90 მილიონი გადაიხადეს, რამდენი ვეღირებოდით მე და ბობო ვიერი?
ფაბრიციო რავანელი
ადრე გატანა ჭირდა, ახლა იოლია. დიდი მცველების დრო დასრულდა. არ არიან ნესტა, მალდინი, სტამი. თავდამსხმელს ყველა მატჩში 5-6 მომენტი აქვს, ადრე 1-2 შანსი თუ ქონდა.
1995/96 წლებში „იუვენტუსში“ 34 გოლი გავიტანე და შემდეგ 31 გოლი „მიდლსბროში“. ახლა 60 გოლს გავიტანდი სეზონში და ალბათ 80 მილიონი ფუნტი ვეღირებოდი.
გაბრიელ ბატისტუტა
არ ვიცი როგორ ვითამაშებდი ერთ გუნდში მესისთან ერთად. უეჭველი ერთ დონეზე: უბრალოდ უფრო ნაკლებს გავიტანდი და პოლოს სათამაშოდაც უფრო ადრე მომიწევდა წასვლა.