LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალზელანდიელი პოლიტიკოსი ბავშვის გასაჩენად სამშობიაროში ველოსიპედით მივიდა

97

ახალი ზელანდიის ქალთა მინისტრი ბავშვის გასაჩენად სამშობიაროში ველოსიპედით მივიდა.

მწვანე პარტიის წევრმა ჯული გენტერმა, რომელიც ამავე დროს, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის ასოცირებული მინისტრიცაა, განაცხადა, რომ მანქანაში საკმარისი ადგილი არ იყო, ამიტომ 42 კვირის ორსულმა, საავადმყოფოში წასვლა, ველოსპედით არჩია.

მან ბავშვის გაჩენამდე, ფოტოს გადაღებაც მოასწრო და ინსტაგრამზე ატვირთა.

როგორც უცხოური მედია წერს, გენტერი საავადმყოფოში ელექტრონული ველოსიპედით მივიდა.

მინისტრი ახლა სამთვიან შვებულებას მიიღებს, შემდეგ კი იმ თანამდებობის პირებს შეუერთდება, რომლებსაც ჩვილები სამსახურში დაჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები