კლინიკა “ბომონდში” შეიძლება ითქვას, რომ “გოლიათი” ბავშვი დაიბადა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა თავად ავრცელებს და პატარას ფოტოსაც გვიზიარებს.
“პატარა ალისა “გოლიათი ბომონდელების” რიცხვში შედის. ახალშობილი, რომლის წონა 5 კილო და 250 გრამია, დედამ “კლინიკა ბომონდში” საკეისრო კვეთის გზით გააჩინა.
ალისა თამთა თვალაბეიშვილისთვის მეორე შვილია. პირველ შემთხვევაშიც დედამ არჩევანი “კლინიკა ბომონდზე” შეაჩერა.
“მადლობა ჩემს საყვარელ ირინა ექიმს და კლინიკის მთელ გუნდს,”- ამბობს თამთა თვალაბეიშვილი.
“კლინიკა ბომონდი” მადლობას გიხდით ნდობისთვის. გისურვებთ სიხარულს და ჯანმრთელობას.” – აღნიშნულია კლინიკა “ბომონდის” გავრცელებულ ინფორმაციაში.