ახალქალაქში, მშენებლობაზე 35 წლამდე მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მაშინ მოხდა, როდესაც მუშები სანიაღვრე არხის მშენებლობაზე მუშაობდნენ, მიწა ჩამოიშალა და ერთ-ერთი მათგანი მოიყოლა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.