ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანში მცხოვრები არაქელიანების ეზოში დათვმა სკები გაანადგურა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სოფელი ჯავახეთის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარეული ცხოველი დასახლებულ ადგილას სწორედ აქედან მოხვდა.
როგორც პარკის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამველ პეტროსიანი ამბობს, მომხდარის შესახებ მათ დაზარალებულმა ოჯახმა შეატყობინა და ოჯახის ოჯახის ზარალი დაახლოებით 1000 ლარია.
“დახმარების მოთხოვნით, ოჯახი დოკუმენტებს აგროვებს, რომ მერიას მიმართონ”, – ამბობს სამველ პეტროსიანი.