საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
მათივე ცნობით, აკრძალვა ვრცელდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა, ყინვა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.