LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა შეყვარებულმა არ იცოდა, რომ უმა თურმანი მსახიობი იყო

376
umtatumran2010

გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წერს, რომ 50 წლის უმა თურმანი არქიტექტორ პიტერ საბეტს ხვდება. ამბობენ, რომ წყვილმა ერთმანეთი ჰემპტონში,პლაჟზე გაიცნო, სადაც უმა კარანტინის დროს იმყოფებოდა. გამოცემა წერს, რომ საბეტი კინოს მოყვარული არაა, ამიტომ უმა თურმანი მას არ ეცნო.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი ახლა ერთადაა და სახლის ყიდვას აპირებს. გაცნობა კი სპონტანურად მოხდა, პლაჟზე საბეტმა უმას სთხოვა, მისი ძაღლისთვის მიეხედა, სანამ თავად ზღვაში იყო შესული. მსახიობი დათანხმდა, მოგვიანებით მათ ერთად ივახშმეს, ამის მერე გაიგო არქიტექტორმა, რომ უმა თურმანი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები