ქართული ავიაკომპანია Georgian Airways სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ახალი საჰაერო ხომალდის, Boeing 737-800-ის საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა და თვითმფრინავი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა.
„ჯორჯიან ეარვეისი ამაყად აცხადებს, რომ შეიმუშავა ახალი სატვირთო განყოფილება Georgian Airways Cargo. ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი, სადაც ახალი ბოინგ 737-800 ტიპის ხომალდით შევასრულებთ მხოლოდ სატვირთო რეისებს, იქნება ურუმჩი(ჩინეთი). პირველი რეისი შესრულდა 26 აპრილს, ხოლო შემდგომ კვირაში 3-4 რეისი შესრულდება, თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით. ტვირთთან დაკავშირებით, მიმართეთ ბატონ ირაკლი მეზვრიშვილს, შემდეგ მისამართებზე: [email protected], +995593233999“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.