Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლის მიღება ორსულობისას აუტიზმს იწვევს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლის მიღება ორსულობისას აუტიზმს იწვევს

502

ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღება 30 პროცენტით ზრდის აუტისტური სპექტრის სიმპტომების განვითარების რისკს ახალშობილ ვაჟებში და ყურადღების დეფიციტის განვითარების რისკს გოგონებში. ამ დასკვნამდე მივიდნენ  ესპანეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის მკვლევარები.

ახალ ექსპერიმენტში 2644 ახალგაზრდა დედა იღებდა მონაწილეობას. მათ შორის აკვირდებოდნენ წლიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობის დროს რეგულარულად ან არარეგულარულად იღებდნენ ამ სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. აღმოჩნდა რომ ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის 32 კვირამდე იღებდნენ პარაცეტამოლს, გამოუვლინდათ აუტისტური სპექტრის, ნერვული აშლილობის, ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის ნიშნები. კიდევ უფრო საგანგაშო აღმოჩნდა იმ პატარების შედეგები, რომელთა დედები ორსულობისას რეგულარულად იღებდნენ პარაცეტამოლს.

ამ ახალ კვლევაზე საკუთარი მოსაზრება აქვს ექიმ ჟორჟი ჯალვიეზსს: „პირველ რიგში პარაცეტამოლი მოქმედებს ტვინის ნერვულ უჯრედებზე, რაც ტკივილზეა პასუხისმგებელი. ის შეიძლება ცუდად მოქმედებდეს როგორც იმუნურ სისტემაზე, ასევე ახდენდეს ცალკეული ემბრიონის ინტოქსიკაციას“ – აცხადებს მკვლევარი. ამ სკანდალური დასკვნის შედეგებს დღეს გამოცემა Dailymail აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები